ბეჭდვა
PDF

ზუმბალენდის სოლო კონცერტი

თბილისი ივენთ ჰოლში 16 დეკემბერს 20:00 საათზე, ჯგუფი ზუმბალენდის სოლო კონცერტი გაიმართება.
ჯგუფი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით “მულტი ტესტი”-თ წარსდგება,
2011 წლის აგვისტო-სექტემბერში ჯგუფი ზუმბალენდი იმყოფებოდა ლიტვაში. ჯგუფმა ვილნიუსის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში “MAMA Studios”-ში ჩაწერა ახალი ალბომი “მულტიტესტი” და ამავე დროს ქალაქ ვილნიუსში, კლაიპედაში, პალანგაში და კაუნასში გამართა 10-ზე მეტი კონცერტი.
კონცერტი იმართება კულტურის სამინისტროს და თბილისის საკონცერტო დარბაზის ორგანიზებით, პროექტ “ქართული ხელოვნების საღამოები”-ს ფარგლებში.
ალბომში შესული ყველა კომპოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. როგორც ლიტვაში აღნიშნეს ეს არის მუსიკა, რომელიც კავკასიურ სულს ატარებს. სწორედ ამ კომპოზიციებით წარსდგება ზუმბალენდი მსმენელის წინაშე, 16 დეკემბერს.
ჯგუფის შემადგენლობა: ზაზა კორინთელი (ზუმბა), ჯგუფის ლიდერი – ვოკალი, გიტარა, ჩასაბერი ინსტრუმენტები, პერკუსია. სანდრო ნიკოლაძე – ფლეიტა, პერკუსია, ვოკალი.ლევან დეისაძე – ბას გიტარა. სოსო კაპანაძე – კლავიში, ვოკალი ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები. ხმის რეჟისორი, ვოკალი – ალექსანდრე მაზიაშვილი.