ბეჭდვა
PDF

პრესა

 

ZumbaLand-MultiTest


თუ წლების განმავლობაში ზუმბას მუსიკას თვალს ადევნებდით, თქვენთვის ახალი არ იქნება, რომ ზაზა კორინთელი ყოველთვის ცდილობდა ქართული ფოლკლორის სხვადასხვა სტილებთან სინთეზს. თავიდან ეს იყო პანკი, შემდეგ რეგგი, ბლუზი, მოგვიანებით კი ფოლკლორში უფრო ღრმა წვდომა და ეთნო-ჯაზისკენ სვლა. ასე რომ, სტილის ევოლუციის კიდევ ერთი ნაბიჯი მისგან არაა მოულოდნელი. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ცვალებადობას ყოველთვის დაჰკრავდაექსპერიმენტულობისელფერიგასაკვირი და მისასალმებელი კი სწორედ ისაა, რომ ზუმბას ახალი ალბომი, „მულტი-ტესტიუკვე ესთეტიკურად გამართულ, ფოლკლორულ ფესვებზე ჩამოყალიბებულ jazz-rock / fusion- გვთავაზობს.

პირველი, რაცმულტი-ტესტშიგაგაკვირვებთ, ზუმბას ჩვეული გიტარით დომინირებული ჟღერადობის უარყოფაა. კორინთელის გიტარა აქ ძირითადად მხარდამჭერ როლს ასრულებს, წინა პლანზე კი უმეტესად კლავიშებსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების კომბინაციაა წამოწეული. ამ ინსტრუმენტთა ლიდერობა ალბომს მკვეთრად სიმფონიურ ელფერს ანიჭებს; თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ალბომის შედარებით მშვიდ, ატმოსფერულ მომენტებში ფონური გიტარა და ბასიც ლამაზი მელოდიური ნაწყვეტებით ამდიდრებს მუსიკას.

პირველ სამ ნაწარმოებში მართლაც დიდი აღმაფრენა იგრძნობა. ინსტრუმენტალი ოდარამდენიმეწუთიანი მშვიდი ინტროს შემდეგ ბევრ ძალიან ლამაზ, მზიან, ნათელ fusion-პასაჟს გვთავაზობს, სადაც ფოლკ-მომენტები წვრილად, მაგრამ გამოსაჩენადაა ჩაქსოვილი. თემიდან თემაზე გადასვლები იდეალურია და მოსმენაც ერთი სიამოვნებაა. ნარდანინაალბომის ყველაზე ხანგრძლივი და ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოებია: ნელი, ატმოსფერული და ზუსტად იმ დოზით არანჟირებული, რამდენიც ამ სიმღერას სჭირდება. შედეგად ერთი მცირე ნიუანსიც კი არ იფარება. სიმღერის დრამატიზმი ნელ-ნელა იმატებს და სადღაც შუაში პიკს აღწევს, რის შემდეგ ნელ-ნელა მშვიდდება. მე ძალიან მიყვარს მუსიკის ასეთი ტალღოვანება. მასპინძელო“- კომპოზიციურად ძალიან მესაინტერესოება: აქ თითქოს ვოკალური ნაწილები გაჩერებებია სადაც ინსტრუმენტულ ნაწილს ოდნავი მოსვენების და ენერგიის თავიდან აკრეფის საშუალება ეძლევა. საბოლოოდ სიმღერა ლამაზი fusionგათამაშებით სრულდება.

ამ სამი ტოპ-კლასის სიმღერის შემდეგ ციცინათელანაკლებად შთამბეჭდავია თავისი ცოტათი ტრივიალური ვოკალური მელოდიისდა გამო, თუმცა სიმღერა ინსტრუმენტულად აქაც საინტერესოდაა გაწყობილი. ღიღინიფოლკლორული თემების და წელგამართული ჯაზ-როკ დინამიკის სინთეზია. ნოსტალგიაამ ალბომში ყველაზე ახლოსაა ტრადიციულ ჯაზთან. თავისთავად ნაწარმოები არაა ცუდი. მაგრამ ალბომის საერთო განწყობიდან ოდნავ ამოვარდნილია ფოლკ-ატმოსფეროს ნაკლებობის გამო.

სამაგიეროდ ამ დანაკლისს ბოლო ორი სიმღერა ინაზღაურებს: ნანა“ „ნარდანინასწააგავს, ასევე ნელი და მინორული, ოღონდ ემოციურად ოდნავ განსხვავებული განვითარებით. მაყრულიკი ალბომის მშვენიერი დასასრულია: აქტიური, ისევ მაღალი კლასის ჯაზ-როკ სვლებით, მრავალფეროვანი სასიმღერო მელოდიებით და მრავალი თემის ძალიან ორგანული შერწყმით.

ჩემი აზრით, „მულტი-ტესტიძალიან მაღალი კლასის ალბომია, რომელიც დასავლეთში რომ გაიტანო, ჯაზ-როკ წრეებში აუცილებლად შეამჩნევენ. ეს არ ჰგავს ფოლკ მუსიკოსის მიერ ჩაწერილ fusion-ალბომს და არც ჯაზ მუსიკოსის მიერ გაკეთებულ ფოლკ ექსპერიმენტს. აქ jazz-rock-იც და ფოლკლორიც თანაზომადად, ერთუფლებიანადაა წარმოდგენილი და ნათელჰყოფს, რომ ქართულ ფოლკლორს შეუძლია არამხოლოდ პოპულარული სტილის ორნამენტად ყოფნა, არამედ მასთან ორგანულად შერწყმა და ჯანმრთელი ესთეტიკის ჩამოყალიბება.

ალბომის მუსიკალური ფასეულობისა და პირადი ბონუსის გათვალისწინებით, შეფასებაა 9/10.


ზაზა კორინთელივოკალი, გიტარა, ჩასაბერი ინსტრუმენტები, პერკუსია

სანდრო ნიკოლაძეფლეიტა, პერკუსია, ვოკალი

პა გუკასოვიბას-გიტარა

სოსო კაპანაძეკლავიში

დავით თუთარაშვილიდასარტყამი ინსტრუმენტები, ვოკალი

ხმის რეჟისორები: სანდრო მაზიაშვილი, ალგირდას დრემა.

http://georgianmusicblog.wordpress.com/2012/11/23/zumbaland-multi-test-2011/#comments


 

ზუმბას ევროპული ტურნე

მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა ახლახან ევროპული ტურნედან დაბრუნდა, მუსიკოსმა გერმანიისა და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ერთი თვის განმავლობაში გამართა ტურნე. ტურნეს ჩასატარებლად მოწვევა ზუმბამ ადგილობრივი პროდუსერებისგან მიიღო. პოლონური ტური კრაკოვს, ვარშავას და შჩეჩინსმოიცავდა, დასკვნითი კონცერტი ვარშავაში გაიმართა. ქართველი მუსიკოსის შემოქმედებამ ადგილობრივი მედიის ინტერესი დაიმსახურა. რადიოსა თუ ტელევიზიაში თუ ტელევიზიაში მას არაერთი გამოსვლა ჰქონდა. ტურნე სხვადასხვა შეხვედრითა და კულტურული საღამოთი იყო დატვირთული და ქართული კულტურის და მუსიკის შესახებ მასტერკლასებსაც მოიცავდა ასევე გაიმართა გია დიასამიძის დოკუმენტური ფილმების ჩვენება "ადილა" და "მოგზაურობა ფოლკლორში".

ივნისის თვიდან იგეგმება ჯგუფი ზუმბალენდის გასტროლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

 


 

 

Smak Gruzji na Warszewie

Mieszkańcy Warszewa mieli okazję nie tylko wsłuchać się w rytm Gruzji, poczuć jej klimat, ale również jej smak. Tak w jednym zdaniu można podsumować spotkanie z Zazą Korinteli, którego śmiało można nazwać „Kulturalnym Ambasadorem Gruzji”. „ Jestem szczęśliwy, że nawet po 12 latach okazuje się, że jeszcze pamiętam jak się mówi po polsku” - takimi słowami przywitał na gruziński bard - „czuję się tu jak wśród przyjaciół, chcę przybliżyć naszą kulturę, nie politykę, bo politykiem nie jestem, jestem muzykiem, więc pokażę wam Gruzje od tej strony. Najlepiej jak zacznę grać”. Dzięki spotkaniu dowiedzieliśmy się, że każdy zakątek Gruzji różni się nieco od innych. To inny taniec, muzyka, nawet inne jedzenie czy swoisty sposób robienia wina. Aby poznać gruzińską kulturę na większą skalę warto wybrać się na Festiwal Art Geni w Tibilisi, który odbywa się tam już od około 10 lat. To świetne miejsce by zapoznać się z folklorem Gruzji. W tej chwili impreza zyskała międzynarodową rangę, dzięki czemu (jak zapewnia Zaza) na festiwalu pojawiają się również grupy z Polski. Zaza jest założycielem zespołu Zumba Land. I mimo, iż w Polsce Zumba kojarzy się z zajęciami fitness, to tutaj bardziej chodzi o znaczenie duchowe. Co na to Zaza? „ Dla nas to nie aerobik, słowo ma wiele znaczeń u nas np. Jako narzędzie, którymi posługiwali się mistrzowie w pracy z metalami kolorowymi, albo wycier do lufy m.in CKMu. Ale to także przesłanie (od pierwszych liter ZUMBA) – Czasem wystarczy tylko by chęć płynęła prosto z serca, by w końcu pragnienie to się spełniło” A jaka jest historia zespołu? ZAZA „ W latach '90, kiedy zaczęliśmy grać w Gruzji panowały 3 wojny. A Ja i moi znajomi nie chcieliśmy być politykami, chcieliśmy grać. Niestety sceny były zamknięte więc muzykowaliśmy gdzie się da, na ulicach, w przejściach podziemnych czy przystankach. W szkole siedzieliśmy do godz 14, a potem zaczynaliśmy „życie uliczne”. Po kilku latach przekształciło się to w muzyczny ruch. Oprócz muzyków dołączali do nas ludzie, którzy chcą coś przekazać czy pokazać: malarze, poeci czy po prostu artyści. Na głównym placu Tibilisi organizowaliśmy wystawy malarskie, przychodzili poeci, a my graliśmy. I zawsze stawialiśmy takie specjalne pudełko gdzie jeśli ktoś mógł to wrzucał pieniądze, a jeśli ktoś potrzebował to je brał. Wieczorami graliśmy w klubach. Trwało to do 1996 roku, wtedy zaczęły się problemy. Niektórym nie podobało się to, że na placu zbiera się grupa 300 osób. Brano nas za partie polityczną, sektę inni uważali nas za biednych muzyków zarabiających na życie. Ostatni koncert odbył się w latach '90, przyjechały na miejsce dwa autobusy z policjantami. Poinformowano nas, że musimy kończyć, i że to ostatni nasz koncert. Wyjechaliśmy zatem z Gruzji. Pierwszy bilet jaki kupiliśmy to podróż z Tibilisi do Moskwy. Co chwilę zatrzymywała nas policja i kazała sobie płacić łapówki za przejazd. Potem znaleźliśmy pociąg Moskwa – Warszawa – Berlin. Zostaliśmy w Warszawie, ale przytłoczyło nas to wielkie miasto, trafiliśmy do Krakowa. Traf chciał, że właśnie wtedy odbywał się tam festiwal jazzowy. Wystąpiliśmy na jam session i ...na koniec profesor z Akademii Muzycznej zaproponował nam studia. Nie pojechaliśmy już dalej. Część pierwotnego składu mieszka we Francji, Anglii, USA, Polsce i Słowacji. Ja powróciłem do ojczyzny w 2001 roku i zacząłem tam trochę „sprzątać”.” A czym charakteryzuje się prawdziwy Gruzin? ZAZA „Gruzin jak nie umie śpiewać to tańczy, jak nie tańczy to gotuje, jak nie gotuje to robi wino, jak nie wino to zajmuje się rękodziełem itd” „Polak Węgier, dwa bratanki...”, a Polak Gruzin? Jakie cechy nas łączą? ZAZA „Bardzo dużo mamy wspólnego, nie tylko sąsiada. Bardzo dobrze się rozumiemy. Mieszkałem w Polsce 4 lata i nigdy nie czułem się tu obcokrajowcem. Jak tylko ktoś słyszał, że jestem z Gruzji to od razu twierdził „to Ty nasz jesteś”. To bardzo miłe.


„ზუმბა“ მიწისქვეშ და მიწის ზემოთ

ქუჩაში სიმღერა და დაკვრა ალბათ იმ უძველესი დროიდან მოდის, როცა კაცობრიობამ პირველი ქალაქების აშენება დაიწყო. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ მენესტრელები, რომლებიც ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და საკუთარი მუსიკით ირჩენდნენ თავს. ასე რომ, ქუჩის მუსიკა ეროვნული ფოლკლორისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღეს თბილისში რამდენიმე ადგილზე შეხვდებით ქუჩაში მდგომ მუსიკოსებს, რომლებიც თავიანთი დაკვრის საფასურად ადამიანების ყურადღებასა და მცირე მატერიალურ შემონაწირსაც იმსახურებენ. თუმცა ეს ზოგიერთს ძალიან უცხოდ ხვდება თვალში. „ახალი ვერსია“ გაესაუბრა ბოლო წლების ერთ-ერთ პირველ თბილისელ ქუჩის მუსიკოსს, ზაზა კორინთელს, იგივე „ზუმბას“, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების 5-6 წელი ქუჩას დაუთმო და ცხოვრების ამ მონაკვეთს დიდი სიამოვნებით იხსენებს.
ზაზა კორინთელი: ის წლები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეტაპი იყო. ეს სულის მოთხოვნილებაა. ქუჩის კონცერტებს სულ სხვა დანიშნულება აქვს. ეს არის ხალხთან უშუალო კონტაქტი, ყოველგვარი რეკლამის, ბიზნესის გარეშე. როდესაც დრო გვაქვს, ქუჩაში ისევ ვუკრავთ. ყველაფერი კი 1990-იან წლებში დაიწყო, როცა სკოლა დავამთავრეთ, ცხოვრებაში ფეხი შევდგით და დაკვრა დავიწყეთ. ყველაზე საუკეთესო სცენა ქუჩა აღმოჩნდა. ეს ჩვენთვის არასოდეს ყოფილა რაღაც ორიგინალობის ძიება ან თვითრეკლამა. ქვეყანაში ძალიან დაძაბული, დეპრესიული, ომის მდგომარეობა იყო. არ არსებობდა შემოქმედებითი ცხოვრება, არც დაკვრის, არც საკონცერტო განწყობა არსებობდა. ჩვენმა ქუჩის კონცერტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ხალხმა იცოდა, რომ ყოველდღე თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, დღის გარკვეულ მონაკვეთში ეწყობოდა სულის ერთგვარი ზეიმი. იქ იკრიბებოდნენ ადამიანები ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. ჩვენ სიმბოლურად პატარა სცენა გამოვჭედეთ, რომელიც შეგეძლო წაგეღო ან წამოგეღო. მასზე სამი-ოთხი კაცი ეტეოდა. ეს სიმბოლური სცენა მხოლოდ 10 სანტიმეტრით იყო ამაღლებული. ზოგს ეგონა, რომ „საწყალ ბიჭებს“ ძალიან გვიჭირდა და ამის გამო მთავრობას დედას ვაგინებდით. ზოგს პოლიტიკური აქცია ეგონა.


ზაზა კორინთელმა თურქეთში მე–17–18 საუკუნეების საქართველო ნახა

ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა, როგორც იქნა, თბილისში დაბრუნდა. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, თურქეთი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები: გურია, კახეთი, სვანეთი... ეს ის ადგილებია, რომელიც ზუმბამ ამ ზაფხულს მოიარა, რა თქმა უნდა, სიმღერ–სიმღერით.
ზაზა კორინთელი: დავიწყოთ იქიდან, რომ ერთი წელი ანსამბლ "ჩვენებურებთან" ერთად ვმუშაობდი მუსიკალურ პროექტზე "ზუმბა–ლენდის" ახალი შემადგენლობით. ესაა თოთხმეტკაციანი პროექტი, რომელსაც "ასტრო–ჯორჯია" დავარქვით. მაისში პირველი ტურნე გვქონდა ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. სულ თოთხმეტი კონცერტი ჩავატარეთ ორი კვირის განმავლობაში. რეპერტუარში ისეთი სიმღერები შეგვაქვს, რომლებსაც ვეძებთ, ვკრებთ. ძალიან წარმატებული გასვლები იყო, ალბომიც ჩავწერეთ. ახლა გვინდა, ამ პროგრამის ტურნე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოვაწყოთ. ამ ეტაპზე შვიდი კონცერტია დაგეგმილი. ძალიან წარმატებული იყო მესტიის მსოფლიო მუსიკის ფესტივალი. ეს იყო ხუთდღიანი პროგრამა. ამ ფესტივალს სტუმრობდნენ მონაწილეები ლიტვიდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან. აგრეთვე ძალიან ბევრმა ქართულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. აქტიური მასპინძლობა გაგვიწია სვანეთმა. ყველაზე ძალიან კი ის მოგვეწონა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩამოსული ფოტოგრაფები იღებდნენ სურათებს და საღამოს ფოტოკოლაჟის სახით დიდ ეკრანზე ვუშვებდით. მუსიკისა და ფოტოხელოვნების ძალიან საინტერესო სინთეზი გამოვიდა. სამი რამ დაგვრჩა აქედან – ფილმი, რომელიც მესტიის ფესტივალს მიეძღვნა, გამოფენები და ვიდეომასალა. ამ ყველაფერს თბილისში ნოემბერში ვაჩვენებთ.


„დამპალი ვაშლის გამყიდველები“ და სოციალური მუსიკა

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სოციალური მუხტის მატარებელი და პრობლემატურია დღევანდელი ქართული თანამედროვე მუსიკა. ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი, რომელიც დიდი ხანია თანამედროვე ქართული მუსიკის განვითარებას თვალ-ყურს ადევნებს, ამბობს: „ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღევანდელი ქართული თანამედროვე მუსიკა სოციალურია და პრობლემატური. თუ პრობლემატურია, იგი ხელოვნურად და არააქტუალურად არის შექმნილი. ადრე არსებობდა ასეთი კოლექტივები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური სოციალური დატვირთვა, რადგან ეს ჟანრი არ განვითარებულა საქართველოში იმ დონეზე, რომ მასზე ეზრუნათ. პროტესტს უფრო ვიზუალური ფორმებით გამოხატავდნენ. თუმცა ზოგიერთებს ჰქონდათ ამის მცდელობები, მაგალითად – ქიშოს. ასეთი ფორმა უფრო პიროვნული მდგომარეობის შედეგად ვლინდება. ამ მიმდინარეობამ (თუ რაც არის) ამოწურა თავისი თავი და აღარ არის აქტუალური. ის უფრო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პრინციპით მოქმედებს და შეიძლება საქველმოქმედო აქციებთან გავაიგივოთ. იქ რას დაუკრავენ, აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს საქართველოში ამ მხრივ შეგვიძლია დავასახელოთ „გრეჩიხა“, რომელსაც ორიოდე სიმღერაში ჰქონდა სოციალური თემები. ირაკლი ჩარკვიანიც მეტ-ნაკლებად ცდილობს ამის ჩვენებას. ბესელა (ჯგუფი „კონტრაბანდა“) და „აუტსაიდერი“ არაკონფორმისტულად უდგებოდნენ ამ საქმეს, მაგრამ ეს მაინც არ იყო დიდი პროტესტი“.
ზაზა კორინთელი: „ჩემი აზრით, როკი არამარტო მუსიკალური, არამედ სოციალური მოვლენაც იყო. ეს იყო პროტესტი. გინდა თუ არ გინდა, მუსიკა და საერთოდ ხელოვნება ასახავს იმ დროს, რომელშიც შემოქმედი იბადება და მოღვაწეობს. მე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ თანამედროვე მუსიკაში ყველა მუსიკოსი რეალობას ასახავს, მაგრამ არსებობს გამოხატვის სხვადასხვა ფორმა.


“ახალგაზრდა მუსიკოსები ქილიკობენ”

სტუდია “გამაში” ჩაწერილი ახალი ალბომი, პოპულარული მომღერლის, ზუმბას სიმღერები, მნიშვნელოვნად გამოირჩევა იმ მუსიკალური ჩანაწერებისგან, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ავრცელებენ. ამ ალბომს “ევრო რემონტი” ჰქვია. ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, გიორგი გვახარიას აზრით, ირონია, რომლითაც სავსეა ზუმბას სიმღერები, ალბომის სათაურშიც ჩანს. ყველას, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ქართულ შოუ-ბიზნესზე ქილიკი, ვურჩევ აუცილებლად შეიძინოს პოპულარული, თუმცა ამავე შოუ-ბიზნესის ელიტაში ჯერ არ დამკვიდრებული მომღერლის, ზუმბას ალბომი, რომელშიც ზუმბას ძველი და ახალი სიმღერები შევიდა, მათ შორის ქართველი თინეიჯერების საყვარელი “ვაშლის გამყიდველო” – ჩვენი სინამდვილის დღევანდელი სახე, წარმოჩენილი მუსიკასა და ტექტსტში, ასახული პრინციპულად პრიმიტიულად, შესაძლებელია სწორედ ისე, როგორიც არის ეს სინამდვილე თუ არა, თანამედროვე ქართული ესტრადა მაინც. მხოლოდ ეს სიმღერა რომ მოისმინოთ, შესაძლებელია, ზუმბაც ეგრეთ წოდებული “ელიავას მომღერლებთან” აგერიოთ (ასე შეარქვეს მუსიკას, რომელსაც “ელიავას ბაზრობაზე” უკრავენ”), თუმცა მთელი ალბომის, “ევრორემონტის” მოსმენისას უთუოდ მიხვდებით, რომ მუსიკისა და ლექსის ბანალურობა თავისებური ხერხია ბანალურობაზე ქილიკის მისაღწევად და იმასაც მიხვდებით, რომ მთლიანად ეს ალბომი პროფესიონალი მუსიკოსების ნახელავია – “ევრორემონტის” ჩაწერაში ხომ მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა ნიაზ დიასამიძემ, გიტარისტმა ლევან კიკვიძემ, კლარნეტისტმა გიორგი ბეჟუაშვილმა. “ევრორემონტი” ხომ პროფესიონალურად გააფორმა ნიაზ დიასამიძემ – ალბომის ყდაზე ნამგალი და ურო მიახატა ევროკავშირის სიმბოლოს, ერთ წრედ შეკრულ ვარსკვლავებს... ეს უკვე ჩვენი, დღევანდელი ქართული კულტურის სიმბოლოა – საბჭოთა კულტურის სტერეოტიპები, რომელსაც “ევრორემონტი” ჩაუტარდა. [ხმა. მუსიკა]
“ვაშლის გამყიდველოსთან” ერთად ზუმბას ახალ ალბომში კიდევ ერთი პოპულარული სიმღერაა ჩართული, “ევრაზია”. ახალგაზრდა მუსიკოსის მიერ არჩეული სტილიც ხომ “ევრაზიაა”, რომელმაც ერთნაირად უნდა დააკმაყოფილოს როგორც “აზიატები”, ასევე ის ხალხი, ვინც “აზიატებზე” ქილიკობს. ასე რომ ზუმბას ახალ ალბომს წარმატება გარანტირებული აქვს.



„ჩვენ ერთად ვართ“ – ქართული როკი ქუთაისში
„ქუთაისის კონცერტი ათასჯერ მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“

საქართველოში სიტყვა „აქცია“ რატომღაც რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლასთან ასოცირდება. ანუ, თუ ვიღაცეები რაღაც აქციას ატარებენ, ის აუცილებლად რაღაცის ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. თუმცა აქცია შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რაღაც ერთიანობის სიმბოლოც.
გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა როკ-აქცია „ჩვენ ერთად ვართ“, რომელშიც ქუთაისისა და თბილისის როკ-კოლექტივები მონაწილეობდნენ. ეს იდეა ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციამ განახორციელა. აქციის სპონსორი საქველმოქმედო-კულტურული ასოციაცია „ოკრიბა“ იყო. მასში მონაწილეობდნენ ჯგუფები: „სტუმარი“, „ზუმბა“, „პულსი“, „ბუნკერი“ და რობი კუხიანიძე.

ზაზა (ზუმბა) კორინთელი: „ქუთაისი რომ ფესტივალების ქალაქია, კარგად მოგვეხსენება. ფაქტია, რომ ეს ქალაქი უფრო მეტის ღირსია. იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ მოგვიწია დაკვრა, ყველაფერი შესანიშნავად გაკეთდა. ვინც იქ მივიდა, მაქსიმალურად ის ენერგია მიიღო, რასაც ელოდა და უკურეაქციაც გადასარევი იყო. ძალიან ცუდია, რომ მსგავსი აქცია, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ წელიწადში ერთხელ კეთდება. არადა, მინიმუმ თვეში ორჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს, რომ ჩვენი მოძრაობიდან რაღაც შედეგი მივიღოთ.
ცენტრი, ერთი შეხედვით, თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ჩემთვის ცენტრი (თბილისი) ყველაზე დიდი პროვინციაა. ყველაზე მეტი სულიერი ენერგია პერიფერიებშია მიმოფანტული. სოფელშიც კი გლეხს უფრო მეტი სულიერება, ეროვნული მუსიკალური ბგერა აქვს შემორჩენილი, ვიდრე დედაქალაქელს. ამას ალალად ვამბობ და ხშირად გამომიცდია. გამართული ქართული სასაუბრო ენით საქართველოს სხვა ქალაქებში უფრო საუბრობენ. ჩვენ სოფლიდან უნდა ვისწავლოთ, რაც დავკარგეთ. სამაგიეროდ, სოფელს უნდა ვანახოთ ის, რაც მას არა აქვს. ცენტრის და პერიფერიის ახლანდელი ურთიერთობა უნდა მოისპოს. არ უნდა იყოს ის განსხვავება, რომ თბილისში რაღაც ხდება და სხვაგან – არაფერი. მე თუ მკითხავთ, თბილისში არაფერიც არ ხდება. ქუთაისის კონცერტი ათასჯერ უფრო მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“.
ქუთაისის აქციაზე „ჩვენ ერთად ვართ“ მონაწილეობა მიიღო მიიღო ვეტერანმა, მაგრამ განახლებულმა, სოსო ივანეიშვილის მიერ შექმნილმა ქუთაისურმა ჯგუფმა „პულსმა“. ჯგუფში გაჩნდა ახალი წევრი – ვატო (კაკადუ) კიკალეიშვილი, რომელმაც მაყურებელს მისთვის ჩვეული კარგი, მართლაც ქუთაისური ენერგიით სავსე შოუ აჩვენა. მაყურებელი თანაქალაქელების დანახვაზე „ავარდა“ და თანდათან სცენისკენ „გაჩოჩდა“. საბოლოოდ კი ბევრი მათგანი სცენაზე აღმოჩნდა და საერთოდ გაქრა ბარიერი მუსიკოსსა და მაყურებელს შორის. მაყურებლით ალყაშემორტყმული მუსიკოსები კი მართლაც აღარ იშურებდნენ ძალასა და ენერგიას. „ჩვენ ერთად ვართ“-ის ბოლოს ძალიან ჩვეულებრივად გაჩნდა გრძნობა, რომ ჩვენ მართლაც ერთად ვართ და ერთად უნდა ვიყოთ – ამერი და იმერი, მუსიკოსი თუ მაყურებელი.

http://anarekly.blogspot.com/2002/12/blog-post_27.html