ბიოგრაფია

მუსიკოსი, კომპოზიტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი ზაზა კორინთელი-ზუმბა დაიბადა 1973 წლის 29დეკემბერს, ქ თბილისში.
13 წლის ასაკში შევიდა მუსიკალურ კურსებზე კლასიკური გიტარის განხრით. სკოლაში სწავლის ბოლო წლებში მეგობრებთან ერთად შექმნა პირველი მუსიკალური ანსამბლი.
1990 წელს დაამთავრა მე-6 საშუალო სკოლა.
1991 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
პარალელურად მღეროდა უნივერსიტეტის ხალხურ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლოტბარი გივი ცომაია. ამავე წელს, უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოაყალიბა თანამედროვე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი.
1992 წელს ორგანიზება გაუწია თანამედროვე ქართული მუსიკის ფესტივალს, სადაც იმ დროისთვის არსებულმა ყველა მუსიკალურმა ჯგუფმა და შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ამავე წელს გაიცანო ფესტივალის მონაწილე ჯგუფი ”მოჩვენება”, სადაც 1994 წლამდე უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
1994 წელს მეგობრებთან (ირაკლი ხუციშვილი, სანდრო სადაღაშვილი, კახა ჯაგაშვილი, პაატა ბერიკიშვილი, გია ბეჟუაშვილი, გია ჭანტურია, გიორგი ანდღულაძე, მიხეილ გულბანი) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი ”ZUMBALAND” და ზუმბა-მოძრაობა (აქცია-კონცერტები, ქუჩის ფესტივალები მიწისქვეშა გადასასვლელებში, პარკებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში)
1995 წელს შედგა ჯგუფის პირველი ტურნე ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე.
1996 წელს მონაწილეობა მიიღეს თბილისში ჩატარებულ მნიშვნელოვან ფესტივალებზე ”ხელები” და ”მარგარიტა”, სადაც ჯგუფმა მოიპოვა მთავარი პრიზი ჯაზის ნომინაციაში და პრიზი საუკეთესო ინსტრუმენტალისთვის.
1997 წლის მარტში გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალში და ჩააბარა კრაკოვის ”თანამედროვე მუსიკისა და ჯაზის აკადემიაში”. პოლონელ პარტნიორებთან ერთად კრაკოვში საკმაოდ ცნობილი კლუბ-რესტორნების ქსელ ”CHIMERA”-ში გააკეთა ქართული სამზარეულო, ხალხური მუსიკისა და ცეკვის პროგრამა, სადაც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ეთნო-კულტურას, ღვინოს და ქართული სუფრის ტრადიციებს.1997-2001 წლებში გააკეთა მრავალი მუსიკალური თუ საზოგადოებრივი პროექტი და აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის კულტურულ ცხოვრებაში, მუსიკალურ ფესტივალებსა თუ სხვადასხვა კონცერტებში.
2000 წელს დაბრუნდა საქართველოში, ამავე წელს ჯგუფ “insight”-თან ერთად გაემგზავრა მოსკოვში გამართულ ფესტივალზე “peace in Caucasus”.
2001 წელს პოლონეთში ჩაწერა პოლონურ-ქართული ალბომი ”PROJECT UNION”.
2002 წელს დაბრუნდა თბილისში და კვლავ შექმნა ჯგუფი ”ზუმბალენდი” ახალი შემადგენლობით. (დავით აბულაძე, პავლე გუკასოვი, დავით ხოსიტაშვილი).
2004 წელს მეგობრებთან ერთად აფუძნებს და ორგანიზებას უწევს საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულ და წარმატებულ საერთაშორისო ეთნო-ფესტივალს ”არტ-გენი”
(www.artgeni.ge).
2004 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში ”TransCaucasus” ვარშავაში, სადაც კონცერტებთან ერთად ჩაატარა მასტერკლასები.
2005 წლის ნოემბერში გაემგზავრა მოსკოვში ფესტივალზე “Jazz in the Old City”, სადაც მონაწილეობა მიიღო ერთობლივ პროექტში “world music band” ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად (ნინო ქათამაძე, ირაკლი ხუციშვილი, მერაბ სანოძე, რომა რცხილაძე, უჩა გუგუნავა, გოჩა ყაჭეიშვილი, დავით აბულაძე). ამავე ფესტივალზე მოსკოვში და სანკტ–პეტერბურგში დაუკრა ცნობილ მსოფლიო მუსიკოსთან და კომპოზიტორთან რიჩარდ ბონასთან ერთად.
2005-ტურნე უკრაინაში ფესტივალზე "Live Sound of Borjomi".
2006-ტურნე მოსკოვში ფესტივალზე “Usadba Jazz”.
2007 წელს მუსიკალურ კონკურსზე ”პატრინოტი” გაიმარჯვა სიმღერით ”გამარჯობა, აფხაზეთო შენი”.
ამავე წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2007-2008 წლები ტურნე უკრაინაში (ხარკოვი, ოდესა, კიევი)
2009 წელი გასტროლები ფესტივალზე ”Musician for peace” (სევანი, სომხეთი)
2010 წელი – ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა)
2011 წელი-ტურნე ლიტვაში.
ზაზა კორინთელს 2003 წლიდან დღემდე განხორციელებული აქვს მრავალი სოციალური და საზოგადოებრივ პროექტები ”ცოცხები ჩქარა”, ”ჩვენი ეზო”, ”წავიდეთ არჩევნებზე”, ”გამოიჩინე ინიციატივა””მოდი დავიწყოთ ერთად”, ”მე და ჩემი ქალაქი”
ფესტივალები: ”ვაზის ფესტივალი” კახეთში (ფიროსმანობა სოფელ მირზაანში). ”ჩვენი ეზო”, “ქუჩის ფესტივალი”, "world music festival", 5 ვარსკვლავიანი ოქტომბერი, "არტ-გენი".
2009 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამი”, რომელიც დღემდე წარმატებულად მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში (www.tsami.ge)
მუსიკა ფილმებისთვის: "მოგზაურობა ფოლკლორში", "ადილა", "მოლოდინი" (რეჟ. გ. დიასამიძე). "ყველაფერი კარგად იქნება" (რეჟ ა. ვარსიმაშვილი). "ისპაჰანი-ბათუმი" (რეჟ. ა ვარსიმაშვილი)
მუსიკა სპექტაკლებისთვის: საახალწლო ტყის ზღაპარი (პოლონეთი), გუშინდელნი (თავისუფალი თეატრი, რეჟ ი. ნემსაძე)
ალბომები: ”მე ველოდები განთიადს” (1995), "project union" (პოლონეთი 2000), "ევრორემონტი" (2002), "ჟოლო" (2004წ.), "მგზავრული" (2005), "ადილა" (2006), "AstroGeorgia" (2009), "Multi Test" (ლიტვა 2011).